ნიკა გვარამია პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარია, საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით - ლორდთა პალატის წევრები

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის ლოდრთა პალატაში ისაუბრეს "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიაზეც. ლორდ ვოლესის თქმით, ნიკა გვარამია პოლიტპატიმარია.

"ნიკა გვარამია არის დამოუკიდებელი ტელევიზიის დირექტორი, რომელიც პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარია, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი", - თქვა ჯიმ ვოლესმა.

ლორდთა პალატის წევრმა, ზაკ გოლდსმიტმა კი განაცხადა, რომ მისი პატიმრობა საქართველოში მედიის მდგომარეობაზე მეტყველებს:

"ნიკა გვარამიას დაკავებისა და მსჯავრდების შესახებ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებოდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ მედიის თავისუფლება ნიკა გვარამიას საქმემ საფრთხის ქვეშ დააყენა. გასულ წელს მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ საქართველოს ელჩს და განიხილეს ეს საკითხი. 1 ნოემბერს ამ შეშფოთების შესახებ ჩვენ საელჩოს თბილისშიც ვესაუბრეთ. ლონდონი ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე პროცესებს".

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი