ევროკავშირის დემარში "ოცნებას" | ბრეგაძე არ აღიარებს, რომ ელჩებთან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე ისაუბრეს

გამოქვეყნდა:

უპრეცედენტო დიპლომატიური დემარში და "ქართული ოცნების" სრული არაადეკვატურობა. მმართველი პარტია 27 ევროპული ქვეყნის მოთხოვნას სიჯიუტით პასუხობს. იუსტიციის მინისტრს არ სურს აღიაროს, რომ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის მთვარი განსახილველი თემა სააკაშვილის გადაყვანა იყო.

რატი ბრეგაძე მხოლოდ მესამე პრეზიდენტის უფლებრივი მდგომარეობის განხილვას ადასტურებს და სხვა კითხვებს ფაქტობრივად გაურბის. რამდენ ხანს გააგრძელებს ხელისუფლება ამ პოზაში ყოფნას გაუგებარია - ევროკავშირის ქვეყნების საერთო მოთხოვნას "ქართული ოცნების" ბოლო ევროპელი მოკავშირეც კი დაეთანხმა. ბრიუსელმა ხანგრძლივი დიპლომატიური ზეწოლით საბოლოოდ დაარწმუნა უნგრეთის ლიდერიც კი, რომ მხარი დაეჭირა სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნისთვის. 
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი