საბანკო სისტემის კი არა, მევახშეობის წინ წამოწევაში შეიტანეს წვლილი - თაკო ჩარკვიანი ბადრი ჯაფარიძეზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია არ აქვს გადაწყვეტილი დაუჭერს თუ არა მხარს საბურთალოს ოლქში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას.

"ლელო საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი 2020 წლის არჩევნებზე, საბურთალოს მაჟორიტარად იყრის კენჭს. ჯაფარიძემ განცხადება ამის შესახებ დღეს გააკეთა და როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციურმა გაერთიანებამაც ინფორმაცია მედიიდან შეიტყო.

"ერთიანი ნაციონალური მოძრობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები ამბობენ, რომ კარგი იქნებოდა ოპოზიციას ამ ოლქშიც საერთო კანდიდატი ჰყოლოდა.

სავარაუდოდ გაერთიანებული ოპოზიცია კონსულტაციებს გამართავს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, დაუჭერენ მხარს ჯაფარიძეს, თუ დააყენებენ საკუთარ კანდიდატურას.

საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი თაკო ჩარკვიანმა კი მის კონკურენტს დღეს წარსული საბანკო საქმიანობა და საპრეზიდენტო არჩევნებში, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა გაუხსენა.

"თუ ახლა აღმოჩნდება რომ 10 თვის წინ საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილი აარჩევინე, მე არამგონია რომ მე ეს კონკურენტუნარიანად ჩავთვალო". ამბობს ჩარკვიანი.

მისივე თქმით, ბადრი ჯაფარიძემ დიდი წვლილი შეიტანა "მევახშეობის წინ წამოწევისთვის"

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნებზე, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციურ გაერთიანებას კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, ქართულმა ოცნებამ კი დავით სერგეენკო წარადგინა.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი