
რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი ამბობენ, რომ იმაზე რაც საქართველოში ხდება, ხალხს უნდა ჰქონდეს რეაქცია. მათი თქმით, საქართველოს მთავრობა მზადაა მესამე პრეზიდენტის საკითხს ქვეყნის ევროინტეგრაცია შესწიროს.
ფეიგინმა ისაუბრა ინფორმაციაზე, რის მიხედვითაც ოცნების ხელისუფლებამ მოსკოვიდან ულტიმატუმი მიიღო, თუმცა რა მუქარაზეა საუბარი ფეიგინს აღარ დაუკონკრეტებია.
"საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს სააკაშვილის გაშვებაზე. ქართული ოცნება, როგორც ჩანს, თანახმაა შესწიროს ევროინტეგრაცია ამ სიტუაციას, რომ ხელიდან არ გაუშვას ქვეყნის კონტროლი. ისინი არ აპირებენ წასვლას. საბოლოოდ, საზოგადოების საქმეა - როგორი რეაქცია ექნება ამაზე. ჩვენ კი გავაგრძელებთ აქტივობას. ძალიან მალე მექნება შეხვედრები პერსონებთან, რომლებსაც გავლენა აქვთ გადაწყვეტილებებზე, ლიდერებთან, პირველი პირის მრჩევლებთან. ასევე ვიცი, რომ ბაიდენის ვიზიტთან და ევროპის ქვეყნების ლიდერების აქტივობის შემდეგ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს. მიუხედავად ამისა, მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო. ივლისში კი ნატოს სამიტზე, როგორც ჩანს საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე ზარი გაისმება", - თქვა ფეიგინმა.
არესტოვიჩის განცხადებით, ცოტა ხნის წინ საქართველო უსწრებდა მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე, ახლა კი იქ ადამიანი მოკლან. მისი განცხადებით, არ შეწყვეტენ ძალისხმევას მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად.