
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის დამძიმებულ მდგომარეობას ეხმაურება ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი - ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში "ოცნების" ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და წერს, რომ მმართველი გუნდი ანადგურებს ყველაფერს, რაც საქართველოს ევროინტეგრაციისთვის წლების განმავლობაში კეთდებოდა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ამ გზაზე იმედგაცრუებას კიდევ უფრო აღრმავებს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა დღეს ანადგურებს იმას, რა ინვესტიციაც ჩაიდო ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, პარტნიორების ნდობით, არ შეუძლია და არ სურს ამ ყველაფრის აღიარება. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა მხოლოდ იმედგაცრუებას მატებს", - წერს ის.