ინიცირებული კანონი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ენტონი ბლინკენის თანაშემწე დარჩიაშვილს

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს უთხრა, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის". 

"ბარკლეიმ გამოთქვა შეშფოთება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მათ შორის კანონპროექტზე, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაზე, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს და ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

27 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები.

"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ წვლილზე საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების პროცესში", - წერდა სამინისტრო. 

უწყების ცნობით, დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ გაწეული ძალისხმევა როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადების, ისე 2022-2030 წწ-სთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო დონეზე დამტკიცების თვალსაზრისით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი