პარლამენტში, ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვები დღეიდან ძალაში შევიდა

გამოქვეყნდა:

დღეიდან საქართველოს პარლამენტში ძალაში შედის ახალი შეზღუდვები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა მედიის წარმომადგენლებს დაუწესა. ახლი წესების მიხედვით, ჟურნალისტმა არ უნდა დაუსვას პარლამენტის წევრს დამატებითი შეკითხვა, უნდა შეწყვიტოს ინტერვიუ, თუ რესპოდენტი ამას მოითხოვს, არ უნდა მიაკითხოს ინტერვიუსთვის სამუშაო ოთახში, კადრში არ უნდა მოხვდეს დეპუტატის ტელეფონი ან სამუშაო ფურცლები და ა.შ.

ჟურნალისტებს, რომლებიც პოლიტიკოსებისთვის უხერხულ, მაგრამ საზოგადოებისთვის აქტუალურ შეკითხვებს მაინც დასვამენ და მასზე პასუხებს მოითხოვენ, საპარლამენტო აკრედიტაციას ჩამოართმევენ. 

ახალი წესები პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, 6 თებერვალს წარადგინა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, მაშინ, როდესაც მედიისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შერჩევითად აძლევენ ინტერვიუს მედიასაშუალებებს, მსგავსი რეგულაციების დაწესებით შეუძლებელი გახდება ინფორმაციის მოპოვება და საზოგადოებისთვის მიწოდება.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი