
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა. ეველინ ფარკასმა "მთავარი არხის" დამფუძნებლის პოლიტიკური პატიმრობა რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ კარამურზას საქმეს შეადარა.
მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი წერს, რომ სენატორი მაკკეინის მსგავსად, ორგანიზაცია ხმამაღლა საუბრობს და ეხმარება ისეთ დისიდენტებსა და უფლებადამცველებს, როგორიც იყო ბორის ნემცოვი და როგორც ციხეში მყოფი ნიკა გვარამია და ვლადიმერ კარამურზა არიან.