კანონპროექტი პირდაპირ პუტინის playbook-დანაა, მოგიწოდებთ უკან გაიწვიოთ - PEN America "რუსულ კანონზე"

გამოქვეყნდა:

PEN America შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონის გამო, რომელიც მათი თქმით, მთავრობას აძლევს შეუზღუდავ უფლებებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების საქმიანობისა გამოძიებისა და მონიტორინგისთვის. 

PEN America აცხადებს, რომ შეთავაზებული კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების შიდა და საერთაშორისო სტანდარტებს და მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, რომლებმაც წარადგინეს შეთავაზებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, უკან გაიწვიონ ის.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის საქართველოში მოქმედ ნებისმიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას ან მედიასაშუალებას. "გამჭვირვალობის" სახელით იუსტიციის სამინისტროს მიენიჭება, როგორც ჩანს, შეუზღუდავი უფლებამოსილება გამოიძიოს და მონიტორინგი გაუწიოს ორგანიზაციებს, მთავრობის მხირდან მწერლების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრების სისტემური დაშინება განსაკუთრებით შემაშფოთებელი პერსპექტივა მათთვის, ვინც გამოხატავს მოსაზრებებს და პოლიტიკის პოზიციებს, რომლებიც კრიტიკულია მმართველი პარტიის მიმართ. 

ეს კანონპროექტი პირდაპირ არის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის playbook-დან და არღვევს ადამიანის უფლებათა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო პრინციპებს. ჩვენ მოვუწოდებთ კანონპროექტის ინიციატორებს, პატივი სცენ ქართველი ხალხის უფლებას გამოხატვის თავისუფლებაზე და მოვუწოდებთ მათ დაუყოვნებლივ გაიწვიონ თავიანთი წინადადება", - განაცხადა ლისლ გერნთჰოლცმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ასევე, სახალხო დამცველის ოფისი ეწინააღმდეგება კანონპროექტს. ასევე, რომ ღია წერილში ქართული მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების დიდმა კოალიციამ განაცხადა, რომ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

"პენ ამერიკა" წერს, რომ "ქართული ოცნების" წევრების განცხადება, რომლის მიხედვითაც კანონპროექტი ამერიკაში მოქმედის მსგავსია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა უარყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი