პოლონეთი აცხადებს, რომ რუსეთია პასუხისმგებელი გუშინ მომხდარ ჰაკერულ თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი დგას ჰაკერული თავდასხმის უკან, რომელმაც დაბლოკა მომხმარებლების წვდომა ონლაინ საგადასახადო სისტემაზე. შემთხვევა გუშინ მოხდა.

"რუსები არიან პასუხისმგებელი გუშინდელ თავდასხმაზე, ეს მკაფიო უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც იძლევა იმის ალბათობას, რომ ეს იყო მოწინააღმდეგე", - განაცხადა იანუშ ჩიეზინსკიმ, მთავრობის წარმომადგენელმა.

ვარშავაში რუსეთის საელჩომ მაშინვე არ უპასუხა Reuters-ის თხოვნას კომენტარისთვის.

ჩიეზინსკიმ თქვა, რომ გადასახადის გადამხდელთა მონაცემებს არ გაუჟონავს - "ეს არის თავდასხმა, რომელიც ბლოკავს საიტზე წვდომას, მაგრამ არ ბლოკავს უსაფრთხოებას და არ აგდებს ჩვენს მონაცემებს საფრთხეში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი