"ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საბურთალოს ოლქში კონკურენციის პირობებში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. ამ თემაზე მან ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორშაბათს ჩარკვიანთან ერთად ბლოკს წარადგენენ, სადაც საბოლოო განცხადებას გააკეთებენ.
ვფიქრობ, საბურთალოს ოლქში, სავარაუდოდ ჩვენ დავტოვებთ ბევრ მაჟორიტარ კანდიდატს, რომ ვცადოთ სხვა ტიპის კონკურენცია საარჩევნო თვალსაზრისით. 6 ოლქი შეთანხმებულია, გვყავს საერთო კანდიდატები, არის კიდევ დარჩენილია დიდუბე-ჩუღურეთი, სადაც ვფიქრობთ უპარტიო კანდიდატზე. კანდიდატზე, რომელიც არცერთ პარტიას არ წარმოადგენს. ჩვენი ამოცანაა, ყველა ტიპის არჩევანის შესაძლებლობა მივცეთ მოქალაქეებს, - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, ორშაბათს გააჟღერებენ ფორმატს, რომლითაც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. მისი თქმით, ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს და კოორდინირებულად იმოქმედოს.
ცნობისთვის, საბურთალოს ოლქში "ლელომ" დღეს საკუთარ მაჟორიტარ კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დაასახელა, ამ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით სერგეენკოა.
შეგახსენებთ, რომ საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქებში წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებს ამ დრომდე განაგრძობს "ლეიბორისტული" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიცია.
მანამდე კი მათ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინეს. სია ასეთა: