"გაერთიანებული სამეფო სერიოზულად შეშფოთებულია" | მარკ კლეიტონი "ოცნების" რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი წერს, რომ გაერთიანებული სამეფო რუსული კანონპროექტით შეშფოთებულია.

ელჩის თქმით, კანონი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერილი ორგანიზაციების "უცხოურ აგენტებად" სტიგმატიზაციას მოახდენს, რას არ იქნება სწორი.

"გაერთიანებული სამეფო სერიოზულად შეშფოთებულია წარმოდგენილი კანონპროექტით და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები", - წერს კლეიტონი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, ე.წ. განდგომილებმა და "ოცნებიდან" ფორმალურად წამოსულმა დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. 

ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, სხვადასხვა ქვცეყნის ელჩები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი