მოლდოვა სასაზღვრო რეჟიმს ამკაცრებს | საქართველო საფრთხისშემცველი ქვეყნების სიაშია

გამოქვეყნდა:

საქართველი საფრთხისშემცველი ქვეყნების სიაში - მოლდოვის ხელისუფლება სასაზღვრო რეჟიმს ამკაცრებს და განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ავლენს. ბელარუსთან, სირიასთან და ირანთან ერთად, სწორედ საქართველო აღმოჩნდა იმ ქვეყნების სიაში, ვისთანაც მოლდოვა რეგულაციების გამკაცრების ზომებს მიმართავს.

საფრთხე, რომელზეც მოლდოვაში საუბრობენ - დივერსიაა. ქვეყნის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ რუსული პროპაგანდის მიერ გააქტიურებული თემა, დნესტრისპირეთში მოსალოდნელ პროვოკაციაზე, შესაძლოა ქართველ დივერსანტებს უკავშირდებოდეს. უფრო მეტიც - პროპაგანდისტების მოლდოვას ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილ აქციებში ქართველების მონაწილეობასაც არ გამორიცხავენ.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი