რუსეთს მოლდოვაში შეჭრისთვის სათანადო რესურსი არ აქვს - მოლდოვის პრემიერი 

გამოქვეყნდა:

მოლდოვაში სიტუაცია სტაბილურია და დნესტრისპირეთი დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებით -  ამის შესახებ 1 მარტს პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა რუმინულ ტელევიზიასთან ისაუბრა. 

რეჩანის თქმით, რუსეთი მოლდოვას თავს ვერ დაესხმება, რადგან ქვეყანა ძალიან შორს არის, მათ შორის კი უკრაინაა.

„რუსეთს არ აქვს საკმარისი რესურსი ესკალაციისთვის. ასევე ცხადია, რომ რუსეთს არ შეუძლია სამხედრო გზით შეჭრა მოლდოვაში. მეორე მხრივ, მოლდოვას აქვს საკმარისი პოტენციალი, რომ გაუმკლავდეს დნესტრისპირეთში შესაძლო ესკალაციას. და დნესტრისპირეთის რეგიონი, ისევე როგორც ჩვენ, იბრძვის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს - ბევრია პროპაგანდა, დეზინფორმაცია, ომის მომხრე ნარატივები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. ყველა ეს ტალღა უფრო საინფორმაციო ომია, ვიდრე რეალური მდგომარეობა“, - თქვა რეჩანმა.

პრემიერმა ასევე დაარწმუნა მოქალაქეები, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა იცავს მოლდოვასაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი