"დაასრულეთ ეს ომი" - ბერბოკი ლავროვს 

გამოქვეყნდა:

"დაასრულეთ ეს ომი"ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს, G20-ის სამიტზე.

ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რუსეთი G20-ის მუშაობის პარალიზებაშიც დაადანაშაულა.  

"ჩვენ გვჯერა მულტილატერალიზმის [მრავალი ქვეყნის ერთ საერთო საკითხზე თანამშრომლობა]“, - თქვა ბურბოკმა და სამიტზე დამსწრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიმართა - "დაასრულეთ ეს ომი, შეწყვიტეთ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი