"არა რუსულ კანონს!.. მოღალატე" - პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებს სტვენით ხვდებიან

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში იწყება კომიტეტების სხდომა, სადაც "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასულების ინიცირებული "რუსული კანონი" უნდა განიხილონ. განხილვა აქციის პარალელურად გაიმართება. 

პარლამენტში შესული ჟურნალისტები, მედია ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ - "არა რუსულ კანონს!" "მონა"; "მოღალატე".

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი დეპუტატებიც, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც ბოიკოტს წყვეტენ და განხილვას დაესწრებიან.

"ხალხის ძალამ" განხილვაზე დასასწრებად მათი მხარდამჭერებიც მიიყვანა. აქცია იმართება პარლამენტის შენობის გარეთაც: 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი