
საქართველოს სამხრეთ კავკასიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მრჩეველი ლუის ბონო ეწვევა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გააკეთა.
მისი განცხადებით, ლუის ბონო მომავალ კვირას ჩამოვა. ეს ამ თანამდებობაზე მისი პირველი ვიზიტი იქნება რეგიონში. ის ეწვევა სამივე ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში.
"იქნება რეგულარული მოგზაურობა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში. ბ-ნი ბონო გეგმავს შეხვედრებს მაღალჩინოსნებთან, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენ მდგრად ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. როგორც უკვე აღვნიშნე, ვიზიტის ფარგლებში ის სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას ეწვევა. ის ამ თანმიმდევრობით გაემგზავრება ბაქოში, ერევანში, თბილისშიც", - თქვა პრაისმა.
მისი თქმით, სამივე ქალაქში, ლუის ბონო ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები მზადაა ხელი შეუწყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.