
ევროპარლამენტის წევრი რუმინეთიდან, ვლად გეორგე საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს ეხმაურება და წერს, რომ მთავრობა ქვეყნის ევროპულ გზას უფრო და უფრო მეტად აყენებს საფრთხის წინაშე.
"საქართველოს მთავრობა უფრო და უფრო უქმნის საფრთხეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას.
ეს ძვირად დაუჯდებათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უფრო და უფრო ამტკიცებენ საკუთარ პროევროპულ ღირებულებებს.
იმედი მაქვს, რომ "უცხოური აგენტების" კანონპროექტს არ მიიღებენ და საქართველო კვლავ გახდება დემოკრატიული. #საქართველო #კანონისუზენაესობა #ადამიანისუფლებები",- წერს ევროპარლამენტარი.