"სამართალდამცველებმა უხეშად დაარღვიეს და არაპროპორციულად შეზღუდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის უფლება", - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" გუშინ, 2 მარტს პარლამენტთან გამართულ აქციას.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აქციაზე დემონსტრანტების ქცევა არ გასცდენია კანონით დადგენილ ფარგლებს და მათი დაკავებით სამართალდამცველებმა მოქალაქეების უფლებები დაარღვიეს.
"DRI-ის შეფასებით, დემონსტრანტების ქცევა არ გასცდენია კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდამცავების მხრიდან დაკავების, როგორც უფლების შეზღუდვის რადიკალური ზომის გამოყენება (ადმინისტრაციული წესით, სავარაუდოდ, 20 პირი დააკავეს), ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, ოპოზიციური მედიასაშუალების არაერთი ჟურნალისტის დაკავების ფაქტი, უნდა შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის ფართო სურათში.
დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლება შეეზღუდათ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მოქალაქეებზე დაშვებული საშვები კი გაუქმდა. მაშინ, როდესაც პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის სხდომაზე დაუბრკოლებლად დაუშვეს კანონპროექტის მხარდამჭერები, კომიტეტის სხდომაზე შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ საზოგადოებრივი ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედია საშუალებების წარმომადგენლებს, რომლებიც რეპრესიული კანონპროექტის უშუალო ადრესატებს წარმოადგენენ", - წერია განცხადებაში.
DRI მოუწოდებს
საქართველოს პარლამენტს:
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: