
ბელარუსის სასამართლომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პრემიის ლაურეატს, ალეს ბიალიაცკის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
Viasna - ადამიანის უფლებათა ჯგუფი ამბობს, რომ ის გაასამართლეს კონტრაბანდისა და "საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დამრღვევი ქმედებების" დაფინანსებისთვის.
ბიალიაცკი 60 წლისაა. ის 2021 წელს, მასობრივი ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ დააკავეს და ბრალი დასდეს ბელარუსში ფულადი სახსრების კონტრაბანდაში ოპოზიციის საქმიანობის დასაფინანსებლად. მისი მომხრეები ამბობენ, რომ ქვეყნის ლიდერი ლუკაშენკო მის გაჩუმებას ცდილობს.
ბიალიაცკი სასამართლოში იმყოფებოდა ორ თანამებრძოლთან, ვალენტინ სტეფანოვიჩთან და ვლადიმერ ლაბკოვიჩთან ერთად. სტეფანოვიჩს მიესაჯა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ლაბკოვიჩს შვიდი წელით.