დღეს პროკურატურამ ვაკის პარკის ტრაგედიაზე ბრალი წარუდგინა საქმის ახალ ფიგურანტებს, და ამის საფუძვლად გამოაცხადა ექსპერტიზის შედეგები. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ 5 თვის შემდეგ მთავარმა საგამოძიებო უწყებამ რეალურად გაიმეორა ის მიგნებები, რაც Post Factum-მა ამ ტრაგედიიდან რამდენიმე დღეშივე გამოიკვლია.

ძიების პირველ ეტაპზე ხელისუფლება შეეცადა მთელი პასუხიმსგებლობა გადაეტანა სამუშაოების შემსრულებლებზე, რეალურად კ  ჩვენმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ მაშინვე ამხილა დაპროექტების მასშტაბური და უპატიებელი ხარვეზები, რამაც რეალურად მიგვიყვანა ტრაგედიამდე.

უბედურების სათავე რეალურად დაგეგმარებაში იყო. და ის, რაც კალაძემ საზეიმოდ და საჯაროდ გახსნა, რეალურად სასიკვდილო მანქანა იყო უკვე დაგეგმარების ეტაპზე და მხოლოდ დროის და ბედის საკითხი იყო, ვინ იქნებოდა მსხვერპლი, 13 წლის მარიტა თუ ვინმა სხვა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი