საქართველოს კავშირი რუსული ბომბდამშენების წარმოებასთან | ვინ არის "ოცნებასთან" დაკავშირებული თამაზ სომხიშვილი

გამოქვეყნდა:

რამდენიმე კვირის წინ უკრაინელმა ანალიტიკოსებმა საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ძალიან მჭიდრო კავშირები გამოააშკარავეს. საუბარია იმაზე, რომ თბილავიამშენი, და ტამ მენეჯმენტი პირდაპირაა დაკავშირებული რუსული სამხედრო ბომბდამშენების წარმოებასთან. კონკრეტულად კი საუბარტია სუ-ს კლასის ბომბდამშენებზე.

ამ ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოშიც და ომში მყოფ ქვეყანაშიც. თუმცა ახლა კიდევ უფრო მეტი დეტალი ამოვიდა ზედაპირზე. საქართველოს სახელმწიფო პირდაპირ ფლობს წილ რუსულ კონცერნში, სუხოის მოიერიშეები, ახლა კი გაირკვა, რომ რუსულ სამხედრო სამრეწველო კომპლექსათან ხელმძღვანელობის დონეზე კავშირები სხვა ევროპულ კომპანიებშიც იკვეთება. როგორც საქართველოში, ისე რუსეთში კი, ამ სქემის სათავეებთან რუსეთში მოღვაწე და "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი აღმოჩნდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი