ლავასოღლის ადვოკატი რუსთავის მაჟორიტარობას აპირებს

გამოქვეყნდა:

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საკუთარი თავის წარდგენას აპირებს. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა. წერს, რომ მისი მაჟორიტარობა "რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად პარლამენტის შეძვრის გარანტი იქნება". 

ალექსანდრე კობაიძემ პოლიტიკური მოღვაწეობა 2014 წელსაც სცადა. მაშინ, როდესაც ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარტიიდან - "საქართველოს გზა", ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს რუსთავის მერად იყრიდა. მისი პირველი მცდელობა პოლიტიკაში წარუმატებელი აღმოჩნდა. 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც "ხალხის პარტია" კობა დავითაშვილმა დატოვა, პარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე გახდა. 

ამჟამად ის საადვოკატო საქმიანობას აგრძელებს, სადაც "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კრიმინალების დაცვასაც არ ერიდება. დღეს კობაიძე კანონიერი ქურდის, ლავასოღლის, იგივე მინდია გორაძის ადვოკატია, რომელიც ამჟამად ბელორუსში იმყოფება და რომლის ოჯახის წევრებიც მის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ. სავარაუდოდ, ლავასოღლი, ექსტრადირების შემთხვევაში, ქართულ ციხეში იჯდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესების მართვას სწორედ ციხიდან, ტელეფონის საშუალებით შეეცდება

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, სადაც კობაიძე კვლავ ბრალდებულების უფლებადამცველია, გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცულ მკვლელობას უკავშირდება. ამ საქმეში ის დაკავებულ მორაგბეებს, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ინტერესებს იცავს

ალექსანდრე კობაიძე ხადას ხეობაში ამერიკელების მკვლელობაში ბრადებული მწყემსის ადვოკატიც იყო. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარობისთვის ნინო ლაცაბიძე იბრძოლებს, ოპოზიციას კი კანდიდატები ამ დრომდე არ წარუდგენია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი