გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტია - OSCE/ODIHR "რუსულ კანონზე" დასკვნას მოამზადებს

გამოქვეყნდა:

ეუთო/ოდირის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტის შესახებ დასკვნას ამზადებენ. მათი თქმით, საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლებენ საერთაშორისო პარტნიორებთან. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეუთოს ქვეყნებს აქვთ ვალდებულება მიიღონ კანონმდებლობა ღია და ინკლუზიური საჯარო კონსულტაცების პროცესის მეშვეობით. და რომ ასოციაციებსა და მათ წევრებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი კონსულტაციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანონები პირდაპირ გავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე.

"გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტია. ოდირი ამზადებს დასკვნას ე.წ უცხოური აგენტების კანონის შესახებ საქართველოში, რათა შევაფასოთ მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ჩვენ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვან საქმეზე", - წერს ორგანიზაცია Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონპროექტს" განიხილავენ. სხდომაზე იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. პარლამენტთან გაიმართა აქცია კანონის წინააღმდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი