"ეს კანონპროექტი არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე" | ჰელსინკის კომისია რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

ჰელსინკის კომისიია რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. წერს, რომ აღნიშნული კანონპროექტი, ისევე როგორც მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, არის თავდასხმა სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე.

" დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართველი ხალხი ნათლად და თანმიმდევრულად ირჩევდა, რომ ყოფილიყო დემოკრატიული, ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი. თუმცა, ანტიდემოკრატიული, რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონი თუ ამოქმედდა, ამით უარყოფილი იქნება ქართველი ხალხის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები და გამოიკვეთება ქართული დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა. ასევე, ეს იქნება დემონსტრირება ახლანდელი მთავრობის მზარდი სიახლოვისა რუსეთთან, იმავე ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, იტაცებს მის მოქალაქეებს, უგულებელყოფს მის სუვერენიტეტს და გენოციდურ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.

ეს კანონპროექტი, ისევე როგორც მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე. 1991 წლიდან, შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მტკიცე და ურყევი მეგობარია. ეს არ შეიცვლება, მიუხედავად ხელისუფლების პოზიციისა. ამ მეგობრობის სულისკვეთებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უარყოს შემოთავაზებული კანონმდებლობა და განაახლოს თავისი ვალდებულება დემოკრატიისადმი" - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა სხდომაზე მხარი დაუჭირა "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონს".  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი