რუსეთში დაპატიმრებული ჟურნალისტის ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს - მედია

გამოქვეყნდა:

რუსეთში დაკავებული ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ივან საფრონოვის ადვოკატი, დიმიტრი კაჩაევი 
საქართველოში არ შემოუშვეს - ინფორმაციას ტელეკომპანია "დოჟდი" ავრცელებსადვოკატი თბილისში მოსკოვიდან ერევნის გავლით ჩამოფრინდა. 

როგორც ის ჟურნალისტებს უყვება, მოსკოვიდან გამოფრენის წინ მისი პასპორტის დეტალები თავიდან გადაწერეს და იგი მხოლოდ მას შემდეგ გაატარეს, რაც სასაზღვრო საპატრულო ოფიცერმა "ვიღაცას წერილი გაუგზავნა". 

კაჩაევი თბილისში 6 მარტის საღამოს ჩამოფრინდა, თუმცა საზღვარზე შემოსვლის უფლება არ მისცეს. მისი თქმით, განმარტებით დოკუმენტში, რომელიც მას გადაეცა, არ შეშვების მიზეზად "სხვა მიზეზები" იყო მითითებული.

"დოჟდის" ინფორმაციით, რუსი ადვოკატი დროებით დააპატიმრეს, 6 მარტის დილის 9 საათზე კი ერევნის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში ჩასვეს. 

მათივე ცნობით, წარსულში კაჩაევს საქართველოს საზღვრის კვეთის პრობლემა არ ჰქონია და ეს პირველი შემთხვევაა, როცა იგი ქვეყანაში ვერ შემოვიდა.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი კაჩაევის დაცვის ქვეშ მყოფ ჟურნალისტს, ივან საფრონოვს რუსეთის სასამართლომ 2022 წლის 5 სექტემბერს 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ქვეყნის ღალატი ედებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი