BBC: ქართველი დეპუტატები "უცხოელი აგენტების" კანონის გამო ჩხუბობენ

გამოქვეყნდა:

"ქართველი დეპუტატები "უცხოელი აგენტების" კანონის გამო ჩხუბობენ" - ამ სათაურით სტატიას ბრიტანული გამოცემა BBC აქვეყნებს. 

გამოცემა წერს, რომ დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტის სხდომაზე იმ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა, რომელიც "ცდილობს, ზოგიერთ ორგანიზაციას აიძულოს, თავი "უცხოური აგენტების" სიაში შეიყვანოს. 

მათივე ცნობით, ეს შეეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების მეხუთედზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ. "აიძულებენ მათ, დაემორჩილონ ხელისუფლების მხრიდან მონიტორინგს" - წერს BBC. 

გამოცემის ცნობითვე, ამ კანონპროექტს პარლამენტის წინ საზოგადოება აპროტესტებდა და აცხადებდნენ, რომ ის რუსულ მოდელზე დაყრდნობითაა შექმნილი და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და განსხვავებული აზრის ჩახშობას ემსახურება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი