"ევროპისკენ!" – აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი

გამოქვეყნდა:

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, პარლამენტში ინიცირებულ "რუსულ კანონპროექტებს" და მასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ხოფერია Facebook-ის პირად გვერდზე წერს - "ევროპისკენ". 

ცნობისთვის, მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ევროპა თვითმიზანი არაა და რომ აღნიშნული კანონპროექტების მიღება ევროკავშირში ინტერგაციას ხელს არ შეუშლის.

რა ხდება:

ცნობისთვის, 14 თებერვალს "ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია. 

პირველი მოსმენით "ხალხის ძალაც" და "ქართული ოცნებაც" ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. კანონპროექტებს მხარი უკვე დაუჭირის კომიტეტებმა. სხდომები ხმაურის, დაპირისპირებისა და აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

საკანონმდებლო ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა მას რუსული კანონი უწოდა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას. ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია ორგანიზაციები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ყოფილი და მოქმედი დიპლომატები, სპორტის, კულტურისა და სხვა სფეროებში დასაქმებულები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი