
"გადადგეს პუტინი" - მესამე კვირაა რუსეთში აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ხაბაროვსკის ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანი ხელისუფლების გადადგომასა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
მოსახლეობის პროტესტი ოლქის გუბერნატორის დაკავებამ გამოიწვია. აქციის მონაწილეების თქმით, სერგეი ფურგალი პუტინის რეჟიმის პირადი პატიმარია და მისი დაკავების მიზეზი ისაა, რომ გუბერნატორის არჩევნებში კრემლის მოწონებული კანდიდატი დაამარცხა.
სერგეი ფურგალს რუსეთის პროკურატურა ოფიციალურად ორი ადამიანის მკვლელობას ედავება.