
რუსული კანონპროექტს დაჩქარებულ რეჟიმში განხილვის პასუხად, მოქალაქეებმა პარლამენტთან ისევ მობილიზაცია გამოაცხადეს.
მათი ეს მოწოდება მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომ "ქართული ოცნების" რუსული კანონის განხილვა 9 მარტის მაგივრად დღესვე დაიწყონ.
სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ რუსული კანონი ჩუმ და მშვიდ ვითარებაში დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსული კანონის დღეს, 7 მარტს, ბიუროზე იყო გატანილი. როგორც იქ გადაწყდა, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა ხუთშაბათს, 9 მარტს, იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტთან პროტესტის მონაწილეები ხუთშაბათამდე დაიშალნენ, "ოცნებამ" კანონპროექტი პირველი მოსმენით სესიაზე გაიტანა.
ოპოზიცია სამოქალაქო საზოგადოებას ისევ მოუწოდებს პარლამენტთან შეკრებისკენ.