საქართველოს პარლამენტთან აქციები ჩაინიშნა. ცოტა ხნის წინ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება შეცვალა და "რუსული კანონპროექტის" განხილვა პლენარულ სხდომაზე დღესვე დაიწყო. გუშინ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საკითხს პლენარულზე ხუთშაბათს გაიტანდნენ.
ამ წუთებში სხდომათა დარბაზში განხილვა უკვე მიმდინარეობს, სხდომაზე ოპოზიციის ნაწილი არაა, რადგან მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ განხილვა ხუთშაბათს გაიმართებოდა.
"საქართველოს ხელისუფლება ისევ გვატყუებს.
როგორც ჩანს, იმდენად მტკიცეა ნება, მიიღონ რუსული კანონი, ხელისუფლებამ ტყუილისა და გაიძვერობის ხერხს მიმართა. მათ იცრუეს, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდო, თუმცაღა როგორც კი შენიშნეს, რომ პარლამენტის ტერიტორიიდან ხალხმა წასვლა დაიწყო, მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა კანონპროექტის დღესვე განხილვის შესაძლებლობა.
ერთადერთი, რაც მას ამ პროცესში აფერხებს, სახალხო პროტესტი და ტალღაა. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოვლინდა მათი სიმხდალე. ერთადერთი, რასაც ახლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა შეუძლია, თქვენი ყოფნაა აქ, იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ მიზანს, რუსული კანონის განხილვა აღარასდროს დაბრუნდეს დღის წესრიგში.
მოდი აქ, რათა ხმამაღლა ვუთხრათ ჩვენი მტკიცე #არარუსულკანონს. ნურავის მივცემთ უფლებას, წაგვართვას მომავალი, დაგვაბრუნოს რუსულ ორბიტაზე", - წერენ აქციის ორგანიზატორები.
კიდევ ერთი აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოვიდნენ პარლამენტთან. მათი თქმით, "ქართული ოცნების" მიუხედავად, მოქალაქეები არ დაიღლებიან და უფრო და უფრო მეტი ჯგუფი შეუერთდებათ.
"აქციის დაშლიდან 5 წუთში ქოცებმა დაიწყეს რუსული კანონის განხილვა!
პანიკის გარეშე: სწრაფად და ახლავე უნდა ადგეთ და გამოხვიდეთ პარლამენტთან!!!
ჩვენ კარგად ვიცნობთ "ქართული ოცნების" მიერ აპრობირებულ მეთოდს: სწრაფად შეცვალონ გეგმები, გაწელონ დრო, დაასუსტონ პროტესტი და უხმაუროდ ჩაიდინონ მორიგი დანაშაული საქართველოს წინაშე.
ქართული ოცნების მცდელობის მიუხედავად:
- ჩვენ არ დავღლილვართ!
- ჩვენ უფრო ბევრნი ვართ!
- ჩვენ გვიერთდება უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია თუ თვითორგანიზებული ჯგუფი, უნივერსიტეტების სტუდენტები, სპორტსმენები და არტისტები!გამოდით!!!
იხილეთ ასევე: