გერმანიაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მანქანა შევარდ. შეჯახების შედეგად 7 ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაზარალებულები ამ დრომდე მედიკოსების ყურადღების ქვეშ იმყოფებიან. ინციდენტი ბერლინში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი მუშაობს. არსებული მონაცემებით, პოლიცია რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის, აქვს თუ არა კავშირი მომხდარს რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან.