2014 წლის უკრაინის შემდეგ, დღეს საქართველოც აკეთებს არჩევანს ევროპული მომავლისთვის - ევროპარლამენტარი

გამოქვეყნდა:

ბელგიელი ევროპარლამენტარი, გი ვერჰოფშტადტი, საკუთარ Twitter-ზე საქართველოს პარლამენტთან გუშინ  გამართული აქციას ეხმაურება და 2014 წელს, უკრაინაში, მაიდანის აქციებს იხსენებს.

"2014 წელს უკრაინის შემდეგ, დღეს საქართველოც აკეთებს არჩევანს საერთო ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის", - წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, გუშინ ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც "რუსული კანონის" მიღებას აპროტესტებდნენ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, ძალადობით დააკავეს არაერთი მოქალაქე. გავრცელებული ცნობით, გამოყენებული იყო რეზინის ტყვიებიც. 

დღეს მოქალაქეები რუსთაველზე 15:00 საათზე შეიკრიბებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი