მოვუწოდებთ საქართველოს, იმოქმედოს დემოკრატიისთვის, პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას - ნორვეგიის ელჩი

გამოქვეყნდა:

ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენი პარლამენტის მიერ "რუსული კანონის" პირველი მოსმენით მხარდაჭერას და პარლამენტთან გამართულ აქციას ეხმაურება. ის წერს, რომ შეძრწუნებულია "აგენტების კანონის" პირველი მოსმენით მიღების გამო.

ელჩი ამბობს, რომ ეს მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატირებას, ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს.

"სტიგმატირებს სამოქალაქო საზოგადოებას + მედიას. ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს + პრინციპებს. რისკის დამღუპველი ეფექტი საქართველოს ყველა მოქალაქის მხარდამჭერ სამუშაოზე. მოვუწოდებთ საქართველოს იმოქმედოს დემოკრატიისთვის, პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას", - წერს ელჩი.

ცნობისთვის, გუშინ ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც "რუსული კანონის" მიღებას აპროტესტებდნენ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, ძალადობით დააკავეს არაერთი მოქალაქე. გავრცელებული ცნობით, გამოყენებული იყო რეზინის ტყვიებიც. 

დღეს მოქალაქეები რუსთაველზე 15:00 საათზე შეიკრიბებიან

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი