ზურაბ ჯაფარიძეს დაჭერის შემდეგ კიდევ სცემეს, ურტყამდნენ იქამდე, ვიდრე არ გაჩუმდა - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ადვოკატის განცხადებით, ჯაფარიძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და  სამედიცინო დახმარება ესაჭიროება ნიკა მოსიაშვილსაც.

„ორივეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ზურაბ ჯაფარიძე დაჭერის შემდეგ კიდევ სცემეს, ურტყამდნენ, რადგან ლაპარაკობდა, ეუბნებოდნენ, გაჩუმდი, თორემ შენ ცემას კიდევ გავაგრძელებთო და სცემეს იქამდე, ვიდრე არ გაჩუმდა. 

ნიკა მოსიაშვილს მთელ სხეულზე წიწაკის სპრეის კვალი აქვს, რაც აქციის დროს გამოიყენეს. როგორც ჩანს, მისი სტანდარტულად მოშორება შეუძლებელია. სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. ძალიან ბევრჯერ მიმართა სამედიცინო პუნქტს დახმარებისთვის, მაგრამ ჯერ-ჯერობით რეაგირება არ ხდება." განაცხადა ვახო ბარამაშვილმა

უფლებადამცველის ინფორმაციით, ჯაფარიძე და მოსიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

ადვოკატის თქმით, ჯაფარიძეს დაზიანებები გარეგნულადაც ეტყობა, მათ შორის თავის არეში და ხელკეტებისგან დარჩენილი აქვს წითელი ლაქები. 

ის ჯაფარიძისთვის ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.

პარლამენტთან გამართულ აქციაზე, სადა რუსულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, შსს-მ დარბევისას აქციის 66 მონაწილე დააკავა, მათ შორის "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი. ის ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი