მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს საქართველოში, მოისმინონ თავიანთი ამომრჩევლების ხმა - EPP

გამოქვეყნდა:

ევროპის სახალხო პარტია გუშინ პარლამენტთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართულ აქციასა და მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. Twitter-ზე პარტია აქციაზე გადაღებულ იმ კადრებს აზიარებს, სადაც ჩანს, როგორ ასხამს სპეცრაზმი წყლის ჭავლს ქალს, რომელიც ევროკავშირის დროშას აფრიალებს.

"ეს არის იმ ხალხის სიძლიერე, ვისაც სჯერა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის.

მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს საქართველოში, მოისმინონ თავიანთი ამომრჩევლების ხმა და არ დაარღვიონ თავიანთი ქვეყნის პერსპექტივები მომავლისთვის", - წერს EPP. 

განცხადების ბოლოს წერია #არარუსულკანონს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი