ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსულ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი დაიბარა

გამოქვეყნდა:

დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა საქართველოს ელჩი, რათა გამოეხატა დიდი უკმაყოფილება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, დაამტკიცოს კანონი „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ანუ ე.წ. „კანონი უცხოელი აგენტების შესახებ“, - ინფორმაციას ესტონური გამოცემა Delfi ავრცელებს. 

„საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების შესახებ... კანონი აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის სურვილს, სწრაფად ინტეგრირდეს ევროატლანტიკურ სივრცეში. ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და მუშაობს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის აუცილებელი 12 პრიორიტეტის შესრულების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმითვე, კანონის შესრულება იწვევს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას და ართულებს საქართველოში ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას.

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და გაიწვიოს კანონპროექტი. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის უფლებას მშვიდობიანი პროტესტის გამართვისას“, - განაცხადა რეინსალუმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი