"კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას... მოვუწოდებთ პარლამენტს, გაიწვიოს" | 16 ევროპარლამენტარი

გამოქვეყნდა:

16 ევროპარლამენტარი რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, უკან გაიწვიონ კანონპროექტი. 

განცხადება სრულად:

"გუშინ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამით ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა უგულებელყვეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების ერთსულოვანი კრიტიკა. ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ ამ ნაბიჯით, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების დეკლარირებულ ამბიციას, მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

არსებობს ეჭვი, რომ ახალი კანონის მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობის საფარქვეშ არის  სტიგმატიზება და შეზღუდვა სამოქალაქო საზოგადოების და მედიისა, რომლებიც ისედაც დაძაბულ პირობებში მუშაობენ.

როგორც ჩანს, ახალი კანონი შთაგონებულია უცხოური აგენტების შესახებ რუსეთის ბოროტი კანონით, რომელიც 2012 წელს მიიღეს. ამან რუსეთში გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული საზოგადოებრივი აზრის ჩახშობა. ეს აშკარად შეუსაბამოა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან - უფრო კონკრეტულად მე-7 პუნქტთან მედიის თავისუფლებაზე და მე-10 პუნქტთან სამოქალაქო საზოგადოებაზე, რაც ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს, თუ მათ ნამდვილად სურთ ქვეყანას მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სამართლიანად გაუსვა ხაზი, ეს შეიძლება იყოს არაკონსტიტუციურიც, იმის გათვალისწინებით, რომ ის საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, რაც საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წლიდანაა დაფიქსირებული.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაიცვან თავიანთი ვალდებულება 12 პუნქტის მიმართ, რომელიც ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნაშია ასახული, ასევე დაიცვან ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის კონსტიტუციური უფლება. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უკან გაიწვიოს კანონპროექტი", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • პეტრას აუშტევიჩიუსი;
  •  მიხაელ გაჰლერი;
  •  სვენ მიკსერი;
  • ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი;
  • ანა ფოტიგა;
  • ნატალი ლუსო;
  • ანდრიუს ჯუბულიუსი;
  • მარინა კალიურანდი;
  • ჰილდე ვაუტმანსი;
  • მირიამ ლექსმანი;
  • თიის როიტენი;
  • მარკეტა გრეგოროვა;
  • კარენ მელხიორი;
  • რაფაელ გლუკსმანი;
  • ურმას პაეტი;
  • იუოზას ოლეკასი. 
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი