ოზურგეთში მცხოვრები გიორგი სოკოლოვი "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, ოზურგეთის ყოფილ მერს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. სოკოლოვი ამტკიცებს, რომ მას ბეგი სიორიძე და მისი თანმხლები პირები, დაახლოებით 15 ადამიანი გამეტებით ურტყამდა.
საუბარია 18 ივლისს სიორიძის კუთვნილ სასტუმრო "ოზურგეთი პლაზაში" არსებულ რესტორანში მომხდარ ფაქტზე. გიორგი სოკოლოვის ინფორმაციით, ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როცა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რასაც სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
მან პოლიციასაც მიმართა, თუმცა ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.