
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველის, დერეკ შოლეს განცხადებით, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებთან და "რუსულ კანონპროექტთან" დაკავშირებით საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა.
მისი თქმით, მოუწოდებენ ხელისუფლებას დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და მომიტინგეებს - მშვიდობიანი პროტესტი.
"საპროტესტო აქციებზე და უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვესაუბრე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს. [კანონპროექტებზე] რომლებიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტი", - წერს შოლე Twitter-ზე.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე აქცია ხელისუფლებამ გუშინაც ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეციალური საშუალებები. სამართალდამცავები დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. შსს-ს წარმომადგენლები ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებსაც.