"შეწყვიტეთ ხრიკების გამოყენება" - კრამონი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ართული ოცნების" მიერ გაკეთეულ განცხადებას რუსული კანონის გაწვევის შესახებ ეხმაურება და წერს, რომ პროცესები აქამდე არ მივიდოდა თუ მთავრობა ხალხს მოუსმენდა. 

"მივესალმები "ქართული ოცნება" 41-ის  გადაწყვეტილებას რუსეთის კანონის გაწვევის შესახებ. ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ ისინი თავიდანვე მოუსმინდნენ ქართველ ხალხსა და მეგობრებს. ხალხის ხმის გაჩუმება არ შეიძლება, თავისუფლებისა და ევროპული ფასეულობებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი",- წერს კრამონი. 

Twitter-ზე გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში კრამონი "ქართულ ოცნებას" მოწოდებს, რომ  ხრიკებზე ფიქრი შეწყვიტონ. 

"ახლა ფოკუსირება მოახდინეთ 12 რეკომენდაციაზე, შეწყვიტეთ ხრიკების გამოყენება, შეაჩერეთ კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შექმნა, შეაჩერეთ ქვეყნის მომავლის საბოტაჟი.
ევროპის გული გააგრძელებს ცემას საქართველოში!",- წერს კრამონი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი