არა რუსულ კანონს! ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე! - აქცია დღეს ბათუმშიც გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება ბათუმშიც. მოქალაქეები ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან. 

ორგანიზატორების განცხადებით, ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება. 

დღეს, 19:00 საათზე აქცია გაიმართება საქართველოს პარლამენტთანაც. მანამდე, "მწვანეები" 18:00 საათზე დროებით გზას გადაკეთავენ გმირთა მოედანზე. აქციის მონაწილეები რუსთაველისკენ მარშით დაიძვრებიან.

პროტესტისა და კრიტიკის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ", "ხალხის ძალამ" და საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადეს, რომ რუსულ კანონპროექტს გამოიწვევენ. მათივე თქმით, ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ რას ემსახურებოდა ეს კანონი, ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ, რათა ფართო საზოგადოებამ "სიმართლე" გაიგოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი