"კრემლით შთაგონებული არ ყოფილა, არაფერი გვაქვს საერთო" - პესკოვი ოცნების რუსულ კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

"კრემლს არავითარი კავშირი არ აქვს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან", რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა და შემდეგ საპროტესტო აქციების გამო გაიწვიეს" -  ამ ციტატის ავტორი რუსეთის პრეზიდენტის პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვია.

პესკოვის კომენტარს რუსული მედია rbc.ru ავრცელებს. 

"არაფერი კრემლით შთაგონებული არ ყოფილა. კრემლს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო. ასეთი კანონების შემოღების პრაქტიკა შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო 1930-იანი წლების ბოლოს.",- თქვა პესკოვმა. 

რუსული მედიის თანახმად, პესკოვმა აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტის ერთი ვერსია "ძალიან წააგავდა მსგავს [ამერიკულ] კანონს", მეორე კი "არსებითად უფრო რბილია". ხოლო მისი რწმუნებით, მოსკოვს საერთო ამ ორ ვარიანტთაგან არცერთთან აქვს. 

პესკოვმა ისაუბრა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე და თქვა: „როგორც ასეთი რუსეთს ურთიერთობა არ აქვს საქართველოსთან, მაგრამ იქ არსებული ვითარება შეშფოთებას იწვევს და რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე სიმშვიდე მნიშვნელოვანია".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი