რუსთაველზე სცენას აწყობენ და ხმის გამაძლიერებლებს ამონტაჟებენ - აქცია 19:00 საათზე დაიწყება

გამოქვეყნდა:

რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან სცენას აწყობენ. აქცია დღეს, 19:00 საათზე გაიმართება. პროტესტს უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. 

მოქალაქეები, რომლებიც რამდენიმე დღეა რუსულ კანონპროექტებს აპროტესტებენ, ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" განცხადების არ სჯერათ და სჭირდებათ კონკრეტული გარანტიები. ასევე, დღეს შეკრებილები მოითხოვენ აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.

ადგილზე ამონტაჟებენ ხმის გამაძლიერებლებს, რომ ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა შეძლონ გამომსვლელების მოსმენა. 18:00 საათზე "მწვანეები" გმირთა მოედანზე მოძრაობას გადაკეტავენ და მოგვიანებით მარშით დაიძვრებიან პარლამენტისკენ.

ცნობისთვის, პროტესტისა და კრიტიკის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ", "ხალხის ძალამ" და საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადეს, რომ რუსულ კანონპროექტს გამოიწვევენ. მათივე თქმით, ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ რას ემსახურებოდა ეს კანონი, ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ, რათა ფართო საზოგადოებამ "სიმართლე" გაიგოს. იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი