ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული სხვა პირების პროცესებიც მიმდინარეობს. ამ წუთებში გირჩი მეტი თავისუფლების წევრების პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული, მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა სასამართლოს რამდენიმე დღით გადადებაზე არ დააკმაყოფილა და მტკიცებულებების წარდგენისთვის მხოლოდ რამდენიმე საათი მისცა.
ზურა ჯაფარიძეს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება.
ნიკა მოსიაშვილის დედაც ამბობს, რომ მისი შვილი ნაცემია:
"ბავშვი აპროტესტებდა ძალიან მშვიდობიანად, დააკავეს უმიზეზოდ. არის ნაცემი, სჭირდება სამედიცინო დახმარება, დავრეკე დიღმის იზოლატორში და მითხრეს, რომ ყურადღებას აქცევდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არანაირი დახმარება არ გაუწევიათ. ვიყიდე შესაბამისი ფიზიოლოგიური ხსნარი, დამწვრობა აქვს კანზე, რომ მოეწმინდა, მაგრამ არ შემატანინეს და არც თვითონ გაიწიეს დახმარება" ამბობს მოსიაშვილის დედა.
არსებული ინფორმაციით, საქალაქოში გადაჰყავთ კიდევ ერთი დაკავებული გიორგი მუმლაძე, ხოლო სხვა დაკავებულების პროცესები სხვადასხვა დარბაზებში მიმდინარეობს.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი