ყურადღებით დავაკვირდებით, სანამ რეალურად არ იქნება გაწვეული პარლამენტიდან - ALDE-ს პრეზიდენტი რუსულ კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

ALDE-ს პრეზიდენტი ილჰან კიუჩუკი რუსული კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა წერს, რომ ბოლომდე დააკვირდებიან პროცესს:

"მივესალმები ქართული ოცნების დაპირებას, რომ გააუქმოს კრემლით შთაგონებული სახიფათო კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ყურადღებით დაკვირვებას, სანამ ის რეალურად არ იქნება გაწვეული პარლამენტიდან.

მხარს ვუჭერთ ქართველებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის" წერს ილჰან კიუჩუკი

 შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" აცხადებს რომ მეორე მოსმენაზე რუსულ კანონპროექტს ჩააგდებს. ვენეციის კომისიაში გადაგზავნილი ორივე ვერსია პაპუაშვილმა უკან გამოიწვია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი