თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი შეწყვეტილია, მიზეზი ნიკა მოსიაშვილის დამძიმებული მდგომარეობაა.
მოსიაშვილის მძიმე მდგომარეობის გამო ადვოკატები მოსამართლეს შესვენების გამოცხადებას 2 საათის განმავლობაში სთხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსიაშვილმა გონება დაკარგა. საქალაქოში სასწრაფოს ელოდებიან.
მოსამართლის პოზიციას აპროტესტებდნენ აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.
შეგახსენებთ ჯაფარიძე და მოსიაშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 7 მარტის ღამეს, აქციის დარბევისას დააკავეს. პოლიციამ მათი მისამართით ფიზიკური ძალა გამოიყენა. ადვოკატის ინფორმაციით, ჯაფარიძეს დუბინკებით მიყენებული დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი