ორდღიანი დევნა და მასობრივი დაკავებები | ხმაურიანი სხდომები საქალაქოში და გათავისუფლებული დემონსტრანტები

გამოქვეყნდა:

ორდღიანი დევნა და მასობრივი დაკავებები ყველა დაპატიმრებულის გათვისუფლებით დასრულდა -  შინაგან საქმეთა სამინისტროს სულ 133 ადამიანი ყავდა დაპატიმრებული. თუმცა მათი გათავისუფლების სამარტლებრივი დევნა არ დასრულებულა. საპროტესტო აქციაზე გამოსულ მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალოვანი უწყება ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს.

სასამართლო პროცესები, რომლებიც დღეს გადაიდო დიდი ალბათობით მომავალში გაგრძელდება. გათვისუფლების ძირითადი მოტივი კი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვაა. წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარებული 48 საათის შემდეგ საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და მისი თანაგუნდელი ნიკა მოსიაშვილი ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მიღებული დაზიანებების გამო მედიკოსების რეკომენდაციით ისინი გამოკვლევაზე გადაიყვანეს და მოსამართლეს  ამ პროცესის გადადებაც მოუწია.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი