
10 მარტს, პარლამენტში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, აღნიშნული ღონისძიების მიზანი, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა.
"10 მარტს, 11:45 საათზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. სასახლეში დაიშვებიან აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული იქნება პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა" - წერია განცხადებაში
მათივე ცნობით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა. ის ხვალ, 10 მარტს 12:00 საათზე გაიმართება.