
რუსეთი, საკუთარ მოქალაქეებს, თბილისსა და ბათუმში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რუსებმა თავი უნდა აარიდონ ისტორიულ ცენტრებს.
"რუსეთის ეკონომიკისა და განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას გირჩევთ.თუ უკვე ქვეყანაში ხართ, გირჩევთ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კერძოდ, ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს.დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში, ტურისტებისთვის მოქმედებს "ტურისტთა დახმარების ასოციაციის" ტელეფონი. ტურისტებს, რომლებიც ინდივიდუალურად მოგზაურობენ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებას", - წერია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, შვეიცარიის საელჩო წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს საქართველოში.